კომაროვის სკოლის მე-7 მეორე კლასელები (დამრიგებელი - თამარ ხვედელიანი, მასწავლებელი - ლია გოგოხია) ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ!
- 05 მარტი, 2019
კომაროვის სკოლის მე-7 მეორე კლასელები (დამრიგებელი - თამარ ხვედელიანი, მასწავლებელი - ლია გოგოხია) ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. (მასპინძლები: მუზეუმის კურატორი - თამარ მარი და პროგრამის ხელმძღვანელი - მალხაზ რაზმაძე)
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმი და მონაწილეობა მიიღეს მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაში "ჰიმნი". ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით გაეცნენ და მოისმინეს ,,ჰიმნის’’როგორც მუსიკალური ჟანრის ისტორია და სპეციფიკა. მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნები, საქართველოს ძველი და ახლანდელი ჰიმნები. თავად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და ჩაერთნენ სახალისო ვიქტორინაში, ასევე დახატეს კომაროვის გერბი და დროშა.